ფედერაციის ახალი პარტნიორი

“თბილისის შოტოკან ფედერაციის” და “საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს წევრების სპორტსმენების შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა პოპულარიზაციას და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაბმას.

მემორანდუმს ხელი, ,,საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტის“ პრეზიდენტის მიხეილ ხუხაშვილის მინდობილი პირი, ტატიანა ქოროგლიშვილმა და “თბილისის შოტოკან ფედერაციის” პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

Previous post წევრთა საერთო კრება
person holding white printer paper Next post გახდი თბილისის შოტოკან ფედერაციის წევრი